პირველი საუნივერისტეტო კლინიკის დირექტორმა ცოტა ხნის წინ სპეციალური ბრიფინგი გამართა. როგორც ლევან რატიანმა განაცხადა, ამ დროისათვის კლინიკაში სულ 61 პაციენტი მკურნალობს. მათგან კოვიდინფიცირებულია 47 პირი.
“კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში პაციენტთა რაოდენობა გაიზარდა , 7 პაციენტი იმყოფება ადგილზე.
აქედან ერთ-ერთის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე , პაციენტი არის 67 წლის. ამ პაციენტთან სახეზეა, კოვიდინფიცირების შედეგად გამოწვეული მწვავე რესპირატორული დისტრესი.
ძალიან სამწუხარო ინფორმაცია მინდა გითხრათ, არის ასევე ახალგაზრდა მამაკაცი 42 წლის,რომელიც კლინიკაში გუშინ შემოიყვანეს.
აქაც დადასტურებულია კოვიდინფექცია. პაციენტთან გამოვლინდა მწვავე რესპირატორული დისტრესსინდრომი, გუშინვე, შემოყვანისას კომპიუტერული ტომოგრაფიით, რის გამოც, მოთავსდა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. დინამიკაში მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე უარყოფითია, მიუხედავად ჩატარებული სამკურნალო პროცედურებისა. ნებისმიერ დროს შეიძლება პაციენტი გადაყვანილ იქნას აპარატზე,”-განაცხადა ლევან რატიანმა.