LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან როსტოშვილს 8 წელი მიუსაჯეს, ლაშა კურტანიძეს – 5 წელი

502

ნარკოდანაშაულისთვის ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი და მსახიობი ლაშა კურტანიძე 2016 წლის მაისში დააკავეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ როსტოს თან რამდენიმე სახეობის ნარკოტიკული საშუალება ჰქონდა. გამოძიება განსაკუთრებული ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობდა. ამ პერიოდის განმავლობაში ლევანი და ლაშა განაჩენს გარეთ ელოდებოდნენ. ისინი დიდი თანხის სანაცვლოდ გირაოთი გაათავისუფლეს.

დღეს სასამართლო გაიმართა. როსტოს მეგობარი, მომღერალი დათუნა სირბილაძე წერს, რომ ლევან როსტოშვილს 8, ხოლო ლაშა კურტანიძეს 5 წელი მიუსაჯეს.

ნანუკა ჟორჟოლიანი, რომლის მეგობრებიც არიან როსტო და ლაშა კურტანიძე, ამ გადაწყვეტილებას ასე ეხმაურება:

„ლევან როსტოშვილს MDM-ის უკანონო შენახვა შეძენისთვის მიუსაჯეს 8 წელი!

ხაზს ვუსვამ, შეძენა-შენახვისთვის და არა გასაღებისთვის!

ლაშა კურტანიძეს 5 წელი!

ეს იმ ხელისუფლებამ ქნა, რომელმაც შეიწყალა ბარიგები და მკვლელები.

არავინ ითხოვდა არაფრის მისჯას, მაგრამ 8 წელი??? მკვლელებს არ უსჯით მაგდენს. ეს არის შერჩევითი სამართალი ბატონებო! მეტი არაფერი!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები