LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“როსტო, რომელიც ციხიდან არ გამოსულა, შაბათ-კვირას სახლში ატარებს”

nanuka

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი მის მეგობარზე და ყოფილ თანაწამყვანზე ლევან როსტოშვილზე წერს. როგორც ის ამბობს, ახალი კანონის შემდეგ, როსტოს აქვს შესაძლებლობა შაბათ-კვირა სახლში გაატაროს. ამისთვის ჟორჟოლიანი ყოფილ სასჯელაღსრულების მინისტრს კახა კახიშვილს მადლობას უხდის, რადგან აღნიშნული შესაძლებლობის შემოღება სწორედ მისი ინიციატივა იყო.

“საერთოდ არ გაუბოროტებია ციხეს. ბევრად უფრო საინტერესოა, მწყობრი, ზუსტი ხედვით საკუთარ ცხოვრებაზე. აწონილი შეცდომებით და მადლიერი ყველასი. მხოლოდ საკუთარ თავს საყვედურობს. ასეთია ჩემი მეგობარი და ძალიან კარგი ადამიანი როსტო, რომელიც ციხიდან არ გამოსულა, თუმცა ახალი კანონი მას შაბათ-კვირას სახლში გატარების უფლებას აძლევს. Kakha Kakhishvili – იმსახურებ ძალიან დიდ შექებას ამ კანონის გამო.

როსტოს დარჩა ერთი წელი, რაც ნიშნავს იმას რომ მალე უდო ეხება,” – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

როსტო ნარკოდანაშაულისთვის 2016 წლის მაისში დააკავეს.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=10156974989819350&set=a.10150249613529350&type=3&theater

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები