ახალგაზრდა და ცნობილი მხატვარი, ლევან სონღულაშვილი გენიალურ ქართველ კომპოზიტორთან, გია ყანჩელთან შეხვედრას იხსენებს:
„ლეგენდარული გია ყანჩელი მძიმედ ავად იყო, თუმცა მაინც შეძლო ჩემს გამოფენაზე მოსვლა, მაშინ პირველად შევხვდით ერთმანეთს: “ბედნიერი ვარ, რომ მოვესწარი და ცოცხლად ვნახე თქვენი შემოქმედებაო …”, შემდეგ ერთ-ერთ ტილოსთან შეჩერდა, სათაური მკითხა (Idem Et Idem), მოგვიანებით, თავისი უკანასკნელი მუსიკალური ნაწარმოები იმავე სახელით დაასათაურა; მსოფლიო პრემიერაზე ყანჩელის მუსიკა და ეს ტილო ერთად იყო წარმოდგენილი…“
ფოტო: თამარ კალანდაძე