LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან თუთბერიძის „მოირამ“ მორიგი კინოჯილდო მიიღო

154

ლოს-ანჯელესში აზიური ქვეყნების კინოფესტივალი გაიმართა. მონაწილე 30 ფილმიდან ერთ-ერთი გახლდათ ლევან თუთბერიძის „მოირა“. მან მიიღო მთავარი პრიზი საუკეთესო ფილმისთვის და გარდა ამისა, მოიპოვა კინოაკადემიის წევრებისთვის დამატებითი ჩვენების უფლება, დეკემბერში.

შეგახსენებთ, რომ „მოირა“ ჩვენმა ქვეყანამ „ოსკარის“ პრეტენდენტად დაასახელა საქართველოდან. საუკეთესო ფილმების მოკლე ჩამონათვალს ამერიკის კინოაკადემია იანვარში გამოაქვეყნებს, დაჯილდოვება კი აპრილში გაიმართება.

„მოირა“ ზღვისპირა ქალაქში მცხოვრები ოჯახის ამბავს მოგვითხრობს. ციხიდან გამოსული მთავარი პერსონაჟი – მამუკა ცდილობს, ოჯახი სიღარიბისგან დაიხსნას. დედა საზღვარგარეთ მუშაობს, მამა ეტლს არის მიჯაჭვული, უმუშევარ ძმას კი კავშირი აქვს კრიმინალურ სამყაროსთან. მამუკა სესხს იღებს და პატარა სათევზაო გემს იყიდის, თუმცა ბედი შეუბრალებელი აღმოჩნდება…

unnamed (4)

unnamed (5)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები