კომპანია Lexus–მა ახალი თაობის NX–ის პრემიერის თარიღი გაამხილა – მოდელი ონლაინ პლატფორმაზე 2021 წლის 12 ივნისს გასაჯაროვდება. მანამდე კი ავტომობილის შეთვალიერება თიზერშია შესაძლებელი.
ახალი LExus NX პაპარაცთა მსხვერპლი გახდა, ქსელში გავრცელდა ვიდეო სადაც ავტომობილი ყველა რაკურსით იყო გადაღებული და კარგად ჩანდა ასევე სალონიც. ახალი თაობის კროსოვერმა ვიზუალურად ძალიან ბევრი ცვლილება არ განიცადა, თუკი არ ჩავთვლით მცირედით შეცვლილ ფარებს და რადიატორის ბადეს.
სალონში გაჩნდა ახალი სენსორული ეკრანი მულტიმედიური სისტემისთვის, კომპაქტური გადაცემათა კოლოფი და სმარტფონის უკაბელო დასამუხტი წყარო. მოწყობილობათა დაფა სრულად ციფრულია, რაც სალონს ბევრად უფრო მომხიბვლელს ხდის.
Lexus NX ბენზინ–ელექტრონულ აგრეგატს მიიღებს, რომელიც 2,5 ლიტრის მოცულობის 177 ცხენის ძალის ძრავისა და რამდენიმე ელექტროძრავისგან შედგება.
