LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

LG-მ „ჭკვიანი“ რესპირატორი წარადგინა, რომელიც ერთი დატენვით 8 საათს ძლებს

230
LG-facemask-1

ბოლო თვეების განმავლობაში, ვირუსისგან დამცავი პირბადეები საზოგადოების განუყოფელ ატრიბუტად იქცა. ჩვენ უკვე არაერთი საინტერესო ეგზემპლარი ვიხილეთ, თუმცა  კორეული კომპანია LG-ის  ჰაერის გამწმენდმა რესპირატორმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

მოწყობილობის სახელია  PuriCare Wearable Air Purifier, რომელსაც ორი ვენტილიატორი, ორი ფილტრი, რესპირატორული სენსორი და სუნთქვის სიხშირის გამზომი აქვს ჩამონტაჟებული. შემქნელების განცხადებით,  მოწყობილობა ერთი დატენვით 8 საათს ძლებს.

„ჭკვიანი“ რესპირატორის ღირებულება ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, წესით მისმა ღირებულებამ 250$ არ უნდა გადააჭარბოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g