LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ კანონს რუსული კი არა, სულ რომ საბჭოთა ეძახონ, ბოლომდე მივიყვანთ“ – მამუკა მდინარაძე

151
მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ კანონს რუსული კი არა, სულ რომ საბჭოთა ეძახონ, ბოლომდე მიიყვანენ, იქიდან გამომდინარე რომ ეს არის თანამედროვეობის უდიდესი გამოწვევა“.

მისი თქმით, სქემა გაშიფრულია და „ქრონიკის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით მტკიცდება, რომ „პრაიდი“ თავად კარნახობს „თავის პატრონებს“ როდის უნდა გააპროტესტონ კანონი.

„თავად წერენ თუ სწორად მახსოვს, რომ ეს არის რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჯერ დაწეროს „ქართულმა ოცნებამ“ კანონი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ და შემდეგ ააგორონ [პროტესტი], როგორც ეს გააკეთეს შარშან მარტში. წლისთავი იყო ამ „ფეიკ“ კამპანიის, შარშანდლიდან მოყოლებულის, გუშინ და ეს იყო საუკუნის აფერა, რომ ამერიკული კანონი და მისი პირდაპირი თარგმანი შეასაღეს საზოგადოებას და ახალგაზრდების ნაწილს, როგორც რუსული კანონი. ახლა ამ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ კანონს რუსული კი არა, სულ რომ საბჭოთა ეძახონ, ჩვენ ამას ბოლომდე მივიყვანთ, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის თანამედროვეობის უდიდესი გამოწვევა, ეს არ არის ჰაერიდან მოტანილი თემა, ჰაერიდან მოტანილ თემაზე არ ლაპარაკობს რომის პაპი, არ ლაპარაკობენ ადამიანები, რომლებიც ეროვნული იდენტობისა და მსგავსი საკითხების შენარჩუნებაზე ზრუნავენ თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში, როდესაც ოფიციალურ სტრუქტურებშიც კი შეაღწია თემამ, რომ უნდა აიკრძალოს საუბარი დედაზე და მამაზე და მხოლოდ მშობელი უნდა ვახსენოთ. ამას ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ და ჩვენს მეგობრებს, თუკი მათთანაც არის ეს სერიოზული პრობლემები, უნდა ვუთხრათ, რომ ეს არ არის სწორი მიდგომა, ეს არის მიუღებელი ქართული საზოგადოებისთვის, ისევე, როგორც მიუღებელია არატრადიციული ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ქორწინების დაშვება. ამიტომ, ჩვენ 2017 წელს წინასწარვე გავამყარეთ ეს პოზიციები და საქართველოს კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რომ ქორწინება ეს არის ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ერთობა და ეს საკითხი არ გადაიხედება. გამომდინარე აქედან, უკვე გაიშიფრა, რომ პრაიდის წარმომადგენლები უკვე იქით აძლევენ რეკომენდაციებს თავის პატრონებს იმასთან დაკავშირებით, როდის უნდა გააპროტესტონ კანონი, როდის რუსული უნდა დაარქვან და ა.შ. ეს სქემა ბოლომდე გაშიფრულია და ალბათ, ქართული საზოგადოება თავის დასკვნებს გამოიტანს, თუ რა ხდებოდა შარშან, როდესაც, ასევე, სპეკულაციურად ამერიკულ კანონს რუსული დაერქვა“, – განაცხადა მდინარაძემ.

„სისულელე, ყურით მოთრეული თემა – წამოვიდეს „ოცნება“, იაროს ფეხით ქუჩაში და ნახავს, რა არის რეალური გაჭირვება“ – ელისაშვილი ფსევდოლიბერალურ პროპაგანდასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე

„რაღაცა სისულელეებს გვეუბნებიან – საქართველოში ბავშვთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უსერიოზულესი პრობლემაა, ეს პირველი პედოფილიაა“ – ანა დოლიძე ახალ კანონპროექტზე

მაჭარაშვილი: „პედოფილია დანაშაულია, დასჯადია და მეტი რა გავაკეთოთ? ვინმე პროპაგანდას ეწევა? ლგბტ პროპაგანდა კი, აკრძალული არ არის და ამას ახლა ავკრძალავთ“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g