LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიამ ნისონი პენსიაზე გასვლაზე უარს ამბობს

172

ლიამ ნისონმა უარყო გავრცელებული ხმები იმის თაობაზე, რომ საბრძოლო ჟანრის ფილმებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. „ეს ყველაფერი სიცრუეა, შემომხედეთ, ამ ჟანრის ფილმებში მანამდე გამოვჩნდები, სანამ არ დამმარხავენ. უარს ვამბობ პენსიონერობაზე“, – ამბობს მსახიობი.

შეგახსენებთ, რომ სექტემბრის შუა რიცხვებში ნისონმა მიზეზად საკუთარი 65 წელი მოიყვანა და განაცხადა, რომ მისი ადგილი ასეთ ფილმებში აღარ არის.

2018 წელს ლიამის მონაწილეობით „მგზავრი“ გამოვა, რომელიც ასევე საბრძოლო ჟანრის არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები