LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიანა ისაკაძე მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს

254
BeFunky-collage - 2024-07-07T152820.743

მევიოლინე ლიანა ისაკაძე  მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

მანამდე  სამოქალაქო პანაშვილი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართა. 

გარდაცვლილს პატივი მიაგეს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა.

ცნობისთვის, ქართველი მუსიკოსი, მევიოლინე, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი, ლიანა ისაკაძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლიანა ისაკაძემ 1970 წელს დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორია. 1970-1992 წლებში იყო მოსკოვის ფილარმონიის სოლისტი; 1981–1995 წლებში საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის მხატვრული ხელმძღვანელი. ლიანა ისაკაძე ვუნდერკინდებს ეკუთვნოდა – 3 წლის ასაკში გახდა მუსიკოსი. ლიანა ისაკაძე მსოფლიოს ყველა გამოცემაშია შეყვანილი, სადაც საუკუნის საუკეთესო მევიოლინეების შემოქმედება განიხილება. ის თბილისისა და ბათუმის საპატიო მოქალაქე იყო. დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის ორდენით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g