LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩასარიცხი აპარატის გაქურდვის მცდელობაზე ერთი პირი დააკავეს

154
policia

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 1989 წელს დაბადებული პირი ქურდობის მცდელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ბრალდებული ფონიჭალაში იმ დროს დააკავა, როდესაც იგი „ლიბერთი ბანკის“ ჩასარიცხი აპარატის გაქურდვას ცდილობდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g