LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიბერთიმ „ევექსთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი განაახლა

664
ნენე ვარდუკაძე

ლიბერთი ბანკმა და „ევექსმა“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი განაახლეს. ახალი შეთანხმების ფარგლებში, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელ სახელმწიფო პენსიის მიმღებ პირებს „ევექსის“ ქსელის 15 კლინიკაში განსაკუთრებული პირობებით სარგებლობა შეეძლებათ. განახლებულ მემორანდუმს შეუერთდა კავკასიის მედიცინის ცენტრიც.

ენე ვარდუკაძე, კლინიკების ქსელის „ევექსი კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი:

– „ევექსი“ უკვე რამდენიმე წელია, რაც ლიბერთი ბანკთან ნაყოფიერად თანამშრომლობს. ამ თანამშრომლობის მთავარი მიზანია პირველადი ჯანდაცვა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს სოციალური ბარათის მფლობელებისთვის. პროექტის ფარგლებში, სოციალური ბარათის მფლობელები იღებენ 30%-იან ფასდაკლებას კონსულტაციებსა და ლაბორატორიულ კვლევებზე, 20%-იან ფასდაკლებას ექოსკოპიურ სერვისებზე და 50%-მდე ფასდაკლებას კომპიუტერულ ტომოგრაფიასა და სტომატოლოგიურ სერვისებზე. აღნიშნული ფასდაკლებები ვრცელდება „ევექსის“ 15 კლინიკაში.

აღნიშნული პროექტი 2020 წელს დავიწყეთ. მხოლოდ ბოლო წლის მონაცემებით, შეღავათებით ისარგებლა 35 000-ზე მეტმა მომხმარებელმა. მათთვის 160 000-ზე მეტი კონსულტაცია და სხვა ამბულატორიული მომსახურება გავწიეთ, რაც თანხობრივად 2 მილიონ ლარზე მეტ ფასდათმობას გულისხმობს.

ჩვენს განახლებულ მემორანდუმში 6 თვის ვადით ჩაერთო კავკასიის მედიცინის ცენტრი, რომელმაც ძალიან კარგი პირობები შემოგვთავაზა სოციალური ბარათის მფლობელი პენსიონერებისთვის. უფრო კონკრეტულად, პენსიონერებს ექნებათ შესაძლებლობა, ისარგებლონ კავკასიის მედიცინის ცენტრის წამყვანი სპეციალისტების კონსულტაციებით როგორც „ევექსის“ კლინიკებში, ასევე უშუალოდ კავკასიის მედიცინის ცენტრში. პირობები ითვალისწინებს „ევექსში“ დარეგისტრირებული ბენეფიციარებისთვის 60%-იან, ხოლო არარეგისტრირებული პენსიონერებისთვის 50%-იან ფასდაკლებას. ამას ემატება ისიც, რომ, საჭიროების შემთხვევაში, გარკვეულ ქირურგიულ ჩარევებზე დაწესდება თანადაფინანსება და შეღავათიანი ტარიფები.

პროგრამაში ჩართვა ძალიან მარტივია – ვინც ფლობს ლიბერთის სოციალურ ბარათს, მომსახურების მიღების შემდეგ გადაიხდის სწორედ აღნიშნული ბარათით და სისტემა ავტომატურად გაითვალისწინებს შეღავათებს.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია „ევექსის“, ლიბერთის და კავკასიის მედიცინის ცენტრის ვებგვერდებზე, სოციალური ქსელების პლატფორმებზე. შეგახსენებთ ჩვენი ქოლცენტრის ნომერსაც – 032 2 55 05 05. დაგვიკავშირდით და მიიღეთ სასურველი ინფორმაცია პროექტის შესახებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g