ლიბერთის ტოპ ქარდი მომხმარებელზე მორგებული ფინანსური ინსტრუმენტია, რომელიც ფინანსური თავისუფლებისა და მეტი მოქნილობისთვის შეიქმნა. ტოპ ქარდი მომხმარებლებს ყოველდღიური ხარჯების მართვას უმარტივებს და მნიშვნელოვანი შენაძენების დაგეგმვაში ეხმარება.
ირაკლი ფრუიძე, ლიბერთი ბანკის განვადების განყოფილების უფროსი:
– ტოპ ქარდი განსაკუთრებულია იქიდან გამომდინარე, რომ ეს პროდუქტი მომხმარებლის საჭიროებებისთვის სამ სხვადასხვა შესაძლებლობას აერთიანებს, კერძოდ, საკრედიტო ბარათის, განვადების და განაწილების შესაძლებლობებს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ის მომხმარებლებში განსაკუთრებული ნდობით სარგებლობს. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს მომხმარებლებს ლიბერთის ყველა არხიდან ვაძლევთ ამ პროდუქტის ათვისების შესაძლებლობას (ვგულისხმობ ფილიალების და სერვის ცენტრების საკმაოდ დიდ ქსელს, დისტანციურ გაყიდვებსა და პარტნიორ 100-ზე მეტ ობიექტში ჩვენს განვადების მენეჯერებს), ტოპ ქარდის წყალობით გაზრდილია საკრედიტო პორტფელი, უნიკალური მომხმარებლების და პარტნიორი ობიექტების რაოდენობა. უფრო კონკრეტულად, 2025 წელს პორტფელის მოცულობა და კლიენტების რაოდენობა, დაახლოებით, 15%-ით, ხოლო პარტნიორი ობიექტების რაოდენობა 30%-ით გაიზარდა.

– ეს მონაცემები ნიშნავს, რომ ტოპ ქარდის კონცეფციამ გაამართლა.
– დიახ, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ტოპ ქარდის კონცეფციამ სრულად გაამართლა და დღეს ძალიან ვამაყობთ ამ პროდუქტით. უპირველესად, იქიდან გამომდინარე, რომ ტოპ ქარდმა ლიბერთი გაიყვანა იმ სეგმენტის მომხმარებელზე, რომლებიც აქამდე ლიბერთის პროდუქტებს ნაკლებად იყენებდა. ამავდროულად, ლიბერთის მომხმარებლებმაც საკმაოდ აქტიურად დაიწყეს ტოპ ქარდის გამოყენება. დღეს უკვე ტოპ ქარდი ბანკის პროდუქტებს შორის ერთ-ერთი მოწინავეა.

– მომხმარებლის სურვილებს რამდენად ითვალისწინებთ ტოპ ქარდთან მიმართებით?
– გარდა იმისა, რომ მომხმარებლების ქცევას აქტიურად ვაკვირდებით და ისე ვნერგავთ სიახლეებს, მომხმარებლები ხშირად თავად მოგვმართავენ ამა თუ იმ ობიექტის დამატების თხოვნით. ვცდილობთ, ეს სურვილები ყოველთვის გავითვალისწინოთ და ეტაპობრივად დავიმატოთ ახალი პარტნიორები. თუმცა, აქვე დავძენ, რომ შეიძლება ესა თუ ის ობიექტი არ იყოს ჩვენი პარტნიორი, მაგრამ ტოპ ქარდის მრავალფუნქციურობიდან გამომდინარე მომხმარებელმა მაინც მიიღოს სრულფასოვანი მომსახურება. კერძოდ, არაპარტნიორ ობიექტებში გადახდილ თანხებზე ინტერნეტ მობაილ ბანკის საშუალებით გავაჩინეთ ფუნქციონალი, რომლითაც შეუძლიათ თვეების დამატება და იგივე გაანაწილეს ფუნქციონალის გამოყენება.

– როგორია ტოპ ქარდის განვითარების შემდეგი ეტაპი?
– ვიდრე 2026 წლის გეგმებზე მოგახსენებდეთ, აღვნიშნავ, რომ ტოპ ქარდი სრულად მიყვება ბანკის სტრატეგიას და ამის ნათელი მაგალითია სწორედ ახალი მომხმარებლების მოზიდვა. ამას ასევე მოწმობს სტუდიო ლიბერთის მომხმარებლებისთვის ექსკლუზიურად შექმნილი Top Card Black Edition, რომელიც მომხმარებლებს გაუმჯობესებულ ქეშბექებთან ერთად სამოგზაურო ბენეფიტებსაც სთავაზობს, რომელთა ჩამონათვალიც საკმაოდ ვრცელია. ერთი სიტყვით, ტოპ ქარდი მრავალფეროვანია არა მხოლოდ ფუნქციურად, არამედ სეგმენტურადაც.
რაც შეეხება 2026 წლის გეგმებს, ტოპ ქარდის მიმართულებით წელს ბაზარზე განსაკუთრებულად გავაქტიურდებით. ამის პირველი ეტაპი არის ის, რომ 27 თებერვლიდან დავაანონსეთ სადაბადებისდღეო და საგაზაფხულო აქციები, კერძოდ, განაწილებისა და ქეშბექ აქციები, რომელთა ნაწილი 15 მარტამდე გაგრძელდება, ნაწილი კი – მარტის ბოლომდე. ზოგადად, წლის განმავლობაში არაერთი აქცია გვექნება. ამავდროულად, ყოველდღიურად აქტიურად ვმუშაობთ პარტნიორთა ქსელის გაფართოებაზე და მიზნად გვაქვს, რომ 2026 წელს, მინიმუმ, იმდენი პარტნიორი დავიმატოთ, რაც ბოლო 2 წლის განმავლობაში მოვახერხეთ. და ბოლოს, კიდევ ერთი სიახლის შესახებაც – სულ მალე ჩაეშვება წინასწარ დამტკიცებული ლიმიტების კამპანია, რომელიც კიდევ უფრო გაუმარტივებს ჩვენს მომხმარებლებს პროდუქტით სარგებლობას. შესაბამისად, მინდა ვურჩიო მათ, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს ტოპ ქარდი, ადევნონ თვალი ჩვენს ვებგვერდს და ფეისბუკ გვერდს და პირობას გაძლევთ, რომ ისეთი შეთავაზებები გვექნება, რომ ამ პროდუქტის აქტიურად გამოყენების სურვილი აუცილებლად გაგიჩნდებათ.