LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიბიის სანაპიროსთან გემის ჩაძირვის შედეგად 60-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა

133
Untitled design (14)

ლიბიის სანაპიროსთან გემის ჩაძირვის შედეგად, სავარაუდოდ, 60-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა, – ინფორმაციას BBC-ი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გაერო-ს სააგენტო გადარჩენილებზე დაყრდნობით იუწყება, რომ როდესაც გემმა ქალაქი ზუვარა დატოვა, მასზე დაახლოებით 86 ადამიანი იმყოფებოდა.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გემი მაღალმა ტალღებმა გადაფარა და 61 მიგრანტი, მათ შორის ბავშვები, დაკარგული და სავარაუდოდ დაღუპულია.

შეგახსენებთ, ლიბია ერთ-ერთი მთავარი გამგზავრების პუნქტია იმ მიგრანტებისთვის, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთას და ევროპაში შესვლას ცდილობენ. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, მხოლოდ წელს ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთის მცდელობისას 2 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები