ლიკანში, ტყის ქვედა საფარს ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ. მათვე ცნობით, ადგილზე 20 მეხანძრე მაშველი და სპეცტექნიკა მუშაობს.
ხანძარი გურიაში ლოკალიზებულია: გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს (ვიდეო)
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
არსებული ინფორმაციით, ამ დროისათვის ცეცხლი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
„ლიკანში ტყის ქვედა ნაწილს ცეცხლი გაუჩნდა, ადგილზე 20 მეხანძრე-მაშველი და სპეცტექნიკა მუშაობს. ამ დროისათვის ცეცხლი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები“, -აცხადებენ უწყებაში.