LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლილი გეგელია 100“ – კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, გამოჩენილი ქართველი მომღერლის ლილი გეგელიას 100 წლის საიუბილეო  თარიღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

517
ლილი-გეგელია

6 ნოემბერს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, გამოჩენილი ქართველი მომღერლის ლილი გეგელიას 100 წლის საიუბილეო  თარიღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება!

ლილი გეგელიამ უდიდესი წვლილი შეიტანა, ქართული ესტრადის განვითარებაში, მან ძალზედ საინტერესო, ძიებებით სავსე შემოქმედებით, ახალი ფურცელი ჩაწერა ქართული სასიმღერო ჟანრის ისტორიაში და დღემდე თაობები მღერიან მის მიერ შესრულებულ სიმღერებს.

საიუბილეო კონცერტში  სხვადასხვა თაობის მომღერლების მიერ გაჟღერდება ლილი გეგელიას ის სიმღერები, რომლებიც მსმენელს, დღემდე განსაკუთრებულად უყვარს.

კონცერტში მონაწილეობენ:

სოფო გელოვანი, ნოდარიკო ხუციშვილი, დათო ნოზაძე, ნეკა სებისკვერაძე, მერაბ სეფაშვილი,  ნათია პერანიძე, თეატრალურის კვარტეტი, ვოკალის აკადემიის კვარტეტი

მუსიკალრი ბენდი: ნინო გულიაშვილი, პაატა ანდრიაძე, ზაზა ცერცვაძე, ლევან დეისაძე,

ირაკლი მენთეშაშვილი, დიტო საკანდელიძე

წამყვანი ნია ბახტაძე

დასაწყისი 20:00

საღამოს ორგანიზატორი: ააიპ „თბილისის განათლებისა და კულტურის ცენტრი“

მხარდამჭერები:

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები