LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცისარტყელას“ ადარებდნენ, იმდენად კაშკაშა, არაორდინარული და მრავალფეროვანი იყო.. ქართულ ხელოვნებაში კიდევ ერთი ლეგენდა დაიბადა“ – სოფიკო ჭიაურელი 87 წლის გახდებოდა

215
სოფიკო ჭიაურელი

დღეს ქართული თეატრისა და კინოს გამოჩენილი მსახიობის, სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღეა – მსახიობს 87 წელი შეუსრულდებოდა.

სოფიკო ჭიაურელის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მარჯანიშვილის თეატრი ემოციურ სტატუსს აქვეყნებს:

„ერთ დროს ქართველ გოგონებს ნატვრა ჰქონდათ: ღმერთო, მომეცი ბედნიერი ცხოვრება, კარგი მეუღლე და ისეთი ლამაზი გამხადე, როგორიც სოფიკოაო! კოლეგები „ცისარტყელას“ ადარებდნენ, იმდენად კაშკაშა, არაორდინალური და მრავალფეროვანი იყო. მისი ცხოვრება ბავშვობიდანვე ლეგენდებში იყო გახვეული. სოფიკომ იცოდა, რომ სახლი, რომელშიც ცხოვრობდა, მამამ დედას პირველი კოცნის სამახსოვროდ აუშენა.

კულისებიდან უყურებდა გენიალურ ვერიკოს და უკვირდა, რა დიდიაო სცენა. მერე, როცა სცენა, ისე დიდი აღარ ეჩვენებოდა, ქართულ ხელოვნებაში კიდევ ერთი ლეგენდა დაიბადა…

დღეს სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღეა“, – აღნიშნულია მარჯანიშვილის თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ერთ დროს ქართველ გოგონებს ნატვრა ჰქონდათ: ღმერთო, მომეცი ბედნიერი ცხოვრება, კარგი მეუღლე და ისეთი ლამაზი გამხადე,…

Posted by მარჯანიშვილის თეატრი Marjanishvili Theatre on სამშაბათი, 21 მაისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები