ნიკუშა შენგელაია ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ნოესთან“ მშობლებს იხსენებს.
ცნობილი მშობლების შვილმა მათთან ურთიერთობის ემოციურ მომენტებზე ისაურა:
„ჩვენ გვგონია, რომ მშობლები სულ გვეყოლება, მერე პოსტფაქტუმ აღმოვჩნდებით ხოლმე ასეთ დღეში როცა უკვე გარდაიცვლებიან, სულ მაგას ვნანობ დღეს, რა სისულელეებში მაქვს დრო დაკარგული… მშობელი რომ გეტყვის, რომ მოდი, უნდა დააგდო ყველაფერი და წახვიდე, როცა ახალგაზრდა ხარ არ ფიქრობ ასე, შენს სამყაროში ხარ, ამიტომ დღეს ვეუბნები ყველას, ჩემს მეგობრებს, უმცროს თაობას, რომ ვისაც ჰყავს მშობლები, ღმერთმა დიდხანს უცოცხლოს, რომ ურთიერთობა გქონდეთ ხშირითქო, ნუ ჰგონიათ, რომ ყველაფერი მუდმივია… ჩავეხუტებოდი, გვერდზე ვიქნებოდი სულ, არ არსებობს ეთქვათ ჩემთვის მოდი და არ მივსულიყავი, ან გადამედო… ორივე ისეთი ადამიანი იყო, რომ ვისთან უნდა მეურთიერთა მაგაზე კარგ ადამიანებთან მე ვერ ვნახე ცხოვრებაში…“ – ამბობს ნიკუშა შენგელაია.
@noestantvshow 🎬 „სულ მაგას ვნანობ დღეს, რა სისულელეებში მაქვს დრო დაკარგული. მშობელი როდესაც გეტყვის „მოდი“ – უნდა დააგდო ყველაფერი და წახვიდე“ ◾ ნიკუშა შენგელაია ნოესთან
♬ original sound – #ნოესთან – #ნოესთან
