LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: სოფიკო ჭიაურელი გია ყანჩელის ცნობილ მელოდიას „საით მიდიხარ“ ასრულებს – იშვიათი ვიდეო, რომელსაც ზაკ მირიანაშვილი გვიზიარებს

246
ზაკ მირიანაშილი და სოფიკო ჭიაურელი

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი ზაკ მირიანაშვილი სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღეზე მის საარქივო ვიდეოს გვიზიარებს, რომელიც ერთ-ერთ ფრანგულ ფილმში ნახა. აქ მსახიობის მიერ გია ყანჩელის ცნობილი მელოდია – „საით მიდიხარ“, სოფიკოსეული ინტერპრეტაციით არის გადაღებული:

„დღეს სოფიკო 87 წლის გახდებოდა – რამხელა ხიბლი მოიტანა და აქ დატოვა ჩვენთან, მისი წასვლის შემდეგაც. ხანუმას ეს მისეული ინტერპრეტაცია აქამდე არ ვიცოდი.

ფრანგულ დოკუმენტურ ფილმს ვუყურე, სადაც ფარაჯანოვზე ჰყვება. 2006 თუ 2007 წელია, იქ ამბობს, ამ ბოლო დროს მივხვდი, სასწრაფოდ უნდა გადავიღო დოკუმენტური ფილმი ფარაჯანოვზე, ან წიგნი დავწერო თორემ მე რომ წავალ ამ ქვეყნიდან იმდენი ამბავი დაიკარგება, იმდენი ისტორია გაქრება, რაც მარტო მე ვიცი და მე მინახავსო. ერთ წელიწადში გარდაიცვალა ამ ინტერვიუდან. ვერ მოასწრო, წაიღო დიდი და პატარა ამბები თან… ყველაზე მეტად ამაზე მწყდება გული და მახსენდება, საიათ-ნოვადან მისი ფრაზა, ქართულად ნათქვამი:

„შენ გარდახვედი ამა ქვეყნიდან და ჩვენ, მცხოვრებმა მზის ქვეშ მოგიმზადეთ პარკი აბრეშუმისა, რათა საიქიოს პეპელად აღმოფრინდე…”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები