ლილოს ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შსს-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შევიდა ინფორმაცია, რომ ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე შეინიშნებოდა დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.
ბაზრობის მიმართულებით გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. პირველი მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ხანძარი გავრცელებული იყო რამდენიმე მაღაზიაზე. სიტუაციის შეფასების შემდეგ, ბაზრობის მიმართულებით კიდევ რამდენიმე ჯგუფი გაემგზავრა, პარალელურად დაიწყო ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები.
არსებობდა ცეცხლის სხვა მაღაზიებზე გავრცელების საშიშროება, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება და სიტუაციის გაკონტროლება.
ამ დრომდე, ადგილზე მუშაობს სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 11 ჯგუფი.
”ლილო მოლის” ბაზრობა მუშაობას აგრძელებს: გიორგი კვარაცხელია