LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლილოში ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა – არიან დაშავებულები

202
ავარია

თბილისში, ლილოს დასახლების ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ფორტუნას“ განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულები ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ფოტო: ინტერპრესნიუსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g