LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიმანიდან უკან დავიხიეთ – რა განცხადებას ავრცელებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

76
78პ0890

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ლიმანის დატოვებას ადასტურებს და გავრცელებულ განცხადებაში ირწმუნება, რომ ალყაში მოქცევის საფრთხის გამო, „მოკავშირეთა ძალებმა ლიმანი დატოვეს და უკან დაიხიეს უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე.

მათივე ცნობით, გასული დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალების 66-ე და 93-ე მექანიზებული ბრიგადების პოზიციებზე დარტყმებმა გაანადგურეს 200-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, ხუთი ტანკი და ცხრა ქვეითი საბრძოლო მანქანა.

„მიუხედავად მიყენებული დანაკარგისა, ძალებითა და საშუალებების მნიშვნელოვანი უპირატესობით, მოწინააღმდეგემ შემოიყვანა რეზერვები და განაგრძო შეტევა ამ მიმართულებით“, — განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.

ლიმანის ალყის შესახებ ცნობები ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვრცელდება.

დღეს, 1-ელ ოქტომბერს ლიმანის შესასვლელში უკრაინული დროშის აღმართვის კადრები გავრცელდა. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველი ალექსი არესტოვიჩის განცხადებით, ლიმანში მოწინააღმდეგის 2,5-დან 5,5 ათასამდე ჯარისკაცი ალყაშია მოქცეული.