განსაკუთრებული სედანის Subaru WRX-ის შეძენას მხოლოდ ის ადამიანები შეძლებენ, ვინც ლატარიაში გაიმარჯვებს. განახლებულ და გაუმჯობესებულ მოდელს შეზღუდული ტირაჟით, მხოლოდ 500 ეგზემპლარს გამოუშვებენ. მანქანა მოძრაობაში 2,4 ლიტრის მოცულობის 275 ძალიან აგრეგატს მოჰყავს. გადაცემათა კოლოფი – Subaru Performance Transmission-ია. ფასი კი მინიმუმ 6 237 000 იენი იქნება.
ამასთან, უბრალოდ დილერთან მისვლას და ავტომობილის შეძენას ვერავინ შეძლებს. ყველა მსურველს მოუწევს, რომ თავიდან სპეციალურ ლატარიაში მიიღოს მონაწილეობა.