LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლინდსი ლოჰანი ქართველი დიზაინერის სამოსით პრესტიჟული ჟურნალის ყდაზე გამოჩნდა

lindsey

ჰოლივუდიელი მსახიობი ლინდსი ლოჰანი გიორგი ქებურიას მიერ შექმნილი ვარდისფერი პიჯაკით და ხელთათმანებით პოზირებს. ფოტო Paper Magazine-ის გარეკანისთვის არის გადაღებული. ფოტოს ავტორი ჯეფ ბარკია, სტილისტი ლანა ჯეი ლექი.

სამოსი მერსედეს ბენცის თბილისის მოდის კვირეულზე, გიორგი ქებურიას მიერ წარმოდგენილი 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდანაა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქებურიას შექმნილი სამოსი თუ აქსესუარები მსოფლიოში ცნობილ ვარსკვლავებს ამშვენებს.  ქართველი დიზაინერის ცნობილი თხელი სათვალე ბევრმა მათგანმა მოირგო, მათ შორის რიანამ, რომლისთვისაც ოქროსფერი სათვალე გიორგი ქებურიამ სპეციალურად შექმნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g