ამერიკულმა კოლექტივმა Linkin Park-მა ახალი სინგლის გამოსვლა დააანონსა, რომელსაც „Heavy“ ჰქვია. სიმღერის ოფიციალური პრეზენტაცია 16 თებერვალს შედგება და მის ჩაწერაში მონაწილეობა ამერიკელმა პოპ-მომღერალმა Kiiara-მ მიიღო.
სიახლე ჯგუფის ახალი, რიგით მეშვიდე ალბომის ლიდ-სინგლი იქნება. სხვა დეტალები დისკის შესახებ ამ დროისთვის უცნობია.