ორი „გრემის“ მფლობელი ამერიკული ჯგუფის, Linkin Park-ის კომპოზიციაზე In The End გადაღებული კლიპის ნახვებმა „იუთუბზე“ მილიარდს გადააჭარბა. Numb-ის შემდეგ ეს კოლექტივის მეორე კლიპია, რომელმაც მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა.
შეგახსენებთ, In The End ჯგუფმა 2000 წელს გაავრცელა, ის სადებიუტო ალბომში Hybrid Theory შედის. კლიპი ბენდმა 2001 წელს გადაიღო, თუმცა, „იუთუბზე“ 2009 წელს აიტვირთა.