LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Linus-ის LED ნათურები, რომლებიც 230 ლარის ელექტროენერგიას დაზოგავს

1438

შპს „ბორან ლაითი“ მომხმარებელს შევეიცარიული ხარისხის – Linus-ის LED ნათურებს ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დირექტორმა ემზარ ქიტესაშვილმა განუცხადა, პროდუქცია იყიდება ყველა მაღაზიასა და სუპერმარკეტშ, როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონების მასშტაბით, აღნიშნული ნათურების ღირებულება  4 ლარიდან იწყება.

”ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ, დაზოგოს ელექტროენერგია Linus-თან ერთად. უფრო ნათელი წარმოდგენა რომ გქონდეთ  LED ნათურის ეკონომიურობასთან დაკავშირებით, წარმოიდგინეთ სამოთახიანი ბინა,  სადაც ვიყენებთ საშუალოდ 5 ცალ 100 ვატიან ვარვარა ნათურას. თუკი  აღნიშნულს ჩავანაცვლებთ LED ნათურებით , ჯამურად მივიღებთ 15 ლარის დანაზოგს ერთი თვის განმავლობაში.  მთლიანობაში კი, ერთ 12 ვატიან LED ნათურას თავისი რესურსის განმავლობაში, შეუძლია  გაგვიკეთოს 230 ლარის ელექტროენერგიის დანაზოგი”, – აღნიშნა ქიტესაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, Linus-ის ლედ ნათურების ძირითადი უპირატესობებია:
• 10-ჯერ ნაკლები ელექტროენერგიის დანახარჯი ვარვარა ნათურასთან შედარებით.
•  15-ჯერ მეტი სამუშაო რესურსი.

  • 1 წლიანი გარანტია
  • არის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი.  არ შეიცავს მერკურს, ასევე  ჯანმრთელობისა და გარემოსთვის საშიშ  სხვა მავნე ნივთიერებებს.

როგორც კომპანიის დირექტორმა განმარტა, შპს „ბორან ლაითი“ ერთ-ერთი პიონერია იმ ქართულ წამყვან კომპანიებს შორის, რომელმაც პირველმა შესთავაზა LED განათება საქართველოს ბაზარს როგორც სამომხმარებლო, ასევე პროფესიონალური განათების და პროექტირების კუთხით.

ამასთან,  LED განათების ტექნოლოგიური დახვეწა ყოველდღიურად მიმდინარეობს და დღესდღეობით მისი ენერგოეფექტურობა რეკორდულად მაღალია ტრადიციულ განათების საშუალებებთან შედარებით.

 

mazda magti 5g