LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლისა ლას-ვეგასში საკონცერტო რეზიდენციას აანონსებს

144
photo-collage.png (20)

Blackpink-ის წევრმა, ლისამ პირველი სოლო საკონცერტო რეზიდენცია ლას-ვეგასში, სახელწოდებით – Viva La Lisa დააანონსა.

რეზიდენცია ლეგენდარულ დარბაზში – The Colosseum at Caesars Palace შედგება. არტისტი სულ ოთხ კონცერტს გამართავს. პერფორმანსების პირველი ნაწილი 13 და 14 ნოემბერს, ხოლო მეორე – 27 და 28 ნოემბერს ჩატარდება.

შედეგად, ლისა გახდება პირველი K-pop არტისტი ისტორიაში, რომელიც ლას-ვეგასის რეზიდენტის ამპლუას მოირგებს.

როგორც ცნობილია, კონცერტებზე შესრულდება სიმღერები მომღერლის სადებიუტო სოლო ალბომიდან – Alter Ego, რომელიც მან ,,ბლექფინქისგან” დამოუკიდებლად 2025 წელს გამოუშვა, ასევე ჰიტები – Rockstar, New Woman და Money.

კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეს რეზიდენცია ლისას სოლო მუსიკალური კარიერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია მას შემდეგ, რაც დააარსა საკუთარი კომპანია – LLOUD CO. და მონაწილეობა მიიღო HBO-ს სერიალში – ,,თეთრი ლოტუსი”. სერიალის – The White Lotus მესამე სეზონში, ლისას სამსახიობო დებიუტი შედგა.

სერიალში – The White Lotus ლისას სამსახიობო დებიუტი შედგა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები