ლისას გამოჩენა წლევანდელი ,,ოქროს გლობუსის” წითელ ხალიჩაზე, ისევე როგორც სცენაზე პრემიის გადაცემისას, საღამოს ,,ჰაილაითებს” შორის ერთ-ერთი შთამბეჭდავი იყო.
Blackpink-ის თანაგუნდელი, რომელიც 2021 წელს მუსიკალურ ასპარეზზე ჯგუფისგან დამოუკიდებელადაც გამოჩნდა, დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე ფრანგული ბრენდის – ,,ჟაკმუსი”, ხოლო ნომინაციაში – ,,საუკეთესო მსახიობი კაცი დრამატულ სერიალში” გამარჯვებულის გამოცხადებისას, ამერიკელი დიზაინერის – ტომ ბრაუნის ლუქით წარდგა.
შეგახსენებთ, რომ ლისას დებიუტი ,,ოქროს გლობუსზე” შარშან შედგა. გასულ წელს ცერემონიაზე მიწვეულებს შორის ის სერიალში – ,,თეთრი ლოტუსი” მონაწილეობის გამო მოხვდა. Max-ის სატელევიზიო შოუში მისი სამსახიობო დებიუტი ვიხილეთ.
სერიალში – The White Lotus ლისას სამსახიობო დებიუტი შედგა