LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული მოზარდის ფაქტზე დაკავებული ინსპექტორი ბრალს აღიარებს

140
Court

ინსპექტორის, ირაკლი ცომაიას მიმართ სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ხვალ, 2 სექტემბერს იმსჯელებს. ირაკლი ცომაიას ბრალი ოფიციალურად დღეს წაუყენეს.

როგორც ბრალდებულის ადვოკატი, გიორგი ყავლაშვილი  აცხადებს, ირაკლი ცომაია ბრალს აღიარებს, თავს დამნაშავედ მიიჩნევს და თვლის, რომ ეს მისი მხრიდან ერთადერთი და სწორი პოზიციაა.

ცნობისთვის, შემთხვევა 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე მოხდა, რა დროსაც, ლისის გზაზე მოძრავი საპატრულო პოლიციის ავტომანქანა, ქვეითად მოსიარულე 2008 წელს დაბადებულ მ.გ.-ს შეეჯახა, რომელიც ჟვანიას სახელობის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

პროკურატურამ ლისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით დაიწყო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g