ლისის ტბის ტერიტორიაზე პირველი ქართული ბოთლიყლაპია აპარატი განთავსდა. როგორც კომპანია „ტენეს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აქტივობის მიზანი პლასტმასისა და ალუმინის ბოთლებით გარემოს დაბინძურების შემცირებაა.
ჩაბარებული ბოთლების სანაცვლოდ, მოქალაქეები კრიპტო ვალუტას მიიღებენ.
„ტენესა“ და ქართული ტექნოლოგიური კომპანიის ედისონის მიერ წარმოებული აპარატი, ჩაბარებული მასალის სანაცვლოდ, დაგირიცხავთ „ტენეს“ კრიპტო ვალუტას, ტენე ტოკენს. ასევე, გახსოვდეს, პლასტმასით და ელექტრონული ნარჩენით გარემოს დაბინძურება კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, შევამციროთ მათი მოხმარება და ვაჩუქოთ მეორე სიცოცხლე!“, – აღნიშნულია „ტენეს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„პლასტმასას ბოთლებს, ვიბარებთ ბოთლებს!“ – „ტენე“ მოქალაქეებს მიმართავს