„პლასტმასას ბოთლებს, ვიბარებთ ბოთლებს!“ – ამ სლოგანით კომპანია „ტენე“ თბილისის ქუჩებში გავიდა. პლასტმასას ჩაბარების მიზნით, კომპანიის თანამშრომლებმა მოქალაქეებს სახლებთან მიაკითხეს.
„რადგანაც პლასტმასა ვერ მოგაქვთ ჩვენამდე, ჩვენ მოვედით თქვენამდე!“ – აცხადებენ კომპანიაში.
ერთჯერადი აქციით, „ტენეს“ სურს პლასტმასას ჩაბარების კულტურა დაამკვიდროს.
ქართული USB კაბელების მწარმოებელი კომპანია მოუწოდებს მოქალაქეებს, ჩააბარონ მათ პლასტმასა, რის შედეგადაც კომპანიის თანამშრომლები პროდუქციის დამზადებას შეძლებენ.
პირი, რომელმაც მდინარეში ბოთლები გადაყარა, დასუფთავების აქციაში ჩაერთო, საჩუქრად კი USB კაბელი მიიღო