LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირი, რომელმაც მდინარეში ბოთლები გადაყარა, დასუფთავების აქციაში ჩაერთო, საჩუქრად კი USB კაბელი მიიღო

750
BeFunky-collage

პირი, რომელმაც მდინარეში ბოთლები ჩაყარა, ბოლნისში დაბინძურებული მდინარის დასუფთავების კამპანიაში ჩაერთო. მას და აქციის სხვა მონაწილეებს კი საჩუქრად USB კაბელი გადაეცათ.

ინფორმაციას ამის შესახებ “ტენე” სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„როგორც იცით ტენეს გუნდმა გადაწყვიტა ბოლნისში ბოთლებით დაბინძურებული მდინარის დასუფთავება.

ვიპოვეთ კაფე და გავიცანით მისი თანამშრომელი რაფიკი, რომელმაც თქვა, რომ არ იცოდა სად გადაეყარა კაფეში დაგროვილი დიდი რაოდენობით ბოთლი და ამიტომ მისი გადაყრა მდინარე ქციაში გადაწყვიტა, რითიც ახლა არ ამაყობს.

ტენე და კაფის ადმინისტრაცია შეთანხმდნენ, რომ ყოველ 10 დღეში ერთხელ დაგროვილ ბოთლებს გადასცემენ ტენეს ქარხანას გადასამუშავებლად, ხოლო ტრანსპორტირებას კი უზრუნველყოფს კომპანია ტიტანები – სამშენებლო ნარჩენების გატანა.

ამის შემდეგ რაფიკი და ადგილობრივი მოსახლეობა შემოუერთდა ტენეს გუნდს და თბილისიდან ჩამოსულ მოხალისეებს მდინარის კალაპოტის დასუფთავების აქციაში.

აქციის ყველა მონაწილეს საჩუქრად გადავეცით ჩვენი ეკომეგობრული USB კაბელი.

ამ აქციის განხორციელება შესაძლებელი გახდა. ჩვენი მეგობრების დახმარებით,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები