31 მაისის დილის 9 საათიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიზღუდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, ავტომობილებისთვის მოძრაობა დროებით ცალმხრივად შეიზღუდება ლისის ტბის მიმდებარე ბერიტაშვილის ქუჩიდან – ელგუჯა ამაშუკელის და მუხრან მაჭავარიანის ქუჩების კვეთამდე (ე.წ. ლისის წრიულამდე).
სოფელ ლისიდან მომავალი ავტომობილები ნუცუბიძის პლატოს გავლით შეძლებენ სასურველი მიმართულებით მოძრაობის გაგრძელებას.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაკადს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები დაარეგულირებენ საჭიროების შემთხვევაში პატრულ-ინსპექტორები მძღოლებს ალტერნატიული მარშრუტის შესახებაც მიაწვდიან ინფორმაციას.
შეზღუდვა 31 მაისს, საღამოს 19:00 საათზე მოიხსნება და ავტოსატრანსპორტო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.