წელს ლიტერატურულმა პრემიამ „საბა“ კონკურსი ოცდამეერთედ გამოაცხადა და მესამე ათწლეულში გადააბიჯა. გამომცემლებმა და ავტორებმა 230 წიგნი წარმოადგინეს და ფინალისტების სია უკვე ცნობილია 7 ნომინაციაში. „უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტები მოგვიანებით, აგვისტოში გასაჯაროვდება, ხოლო ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ – გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.
„საბა“ თიბისიმ და პოეტმა რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს. უკვე წლებია ის ყველაზე ავტორიტეტული პრემიაა ლიტერატურის დარგში. დაარსების დღიდან 100-მდე მწერალმა და ლიტერატორმა 5000-მდე წიგნი განიხილა, 196 პრემია გაიცა და 150-ზე მეტი ავტორი დაჯილდოვდა (მათგან არაერთი -ორჯერ და მეტჯერ).
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2023 წლის ფინალისტები არიან:
წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი:
ირაკლი არიშვილი, „დასაწყისის დასასრული“ (პალიტრა L)
- ოთარ ბიწაძე, „სადღაც ჩაძირული გემებია“ (saba.com.ge)
 - გოდე გორგილაძე, „რიო-დე-ჟანეიროს ხელმწიფე“ (ინტელექტი)
 - ელზა გურგენიძე, „ზაოდი“ (ინტელექტი)
 - გიო ზედვაკელი, „არავითარი პოეზია“ (კალმოსანი)
 - ირაკლი მაჩიტაძე, „სიკვდილის ლურჯი ეკრანი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
 - ეკა მახარაშვილი, „ახალი ძველი ამბები“ (ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო)
 - გოგა ქობალია, „ჩემი ყანა გადაიქცა მერცხლად“ (ინტელექტი)
 - ანუკი შატაკიშვილი, „წუთით კოსმოსში“ (პალიტრა L)
 - ანა ჯავახიშვილი, „სარდაფის ცოლები“ (ინტელექტი)
 - ელზა ჯავახიშვილი, „საგზალი“ (ინტელექტი)
 - გიორგი ჯამბურია (მთარგმნელი), ჰაინერ მიულერის „პიესები“ (პეგასი)
 
წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა:
ნანა აბულაძე, „ორივე სქესი“ (ინტელექტი)
- გუგა მგელაძე, „განგაშის პოეზია“ (ინტელექტი)
 - საბა მეტრეველი, „ესთეტიკა საბჭოთა ტოტალიტარიზმისა – პროლეტარული რეალიზმიდან სოციალისტურ რეალიზმამდე“ (საქართველოს აკადემიური გამომცემლობა)
 - ოთარ ჯირკვალიშვილი, „კრიტიკულ-ანალიტიკური წერილები“ (პეგასი)
 
წლის საუკეთესო პიესა:
- თამარ ბართაია, „შავ-თეთრი“ (ჟურნალი „პირველი სხივი“ N4)
 - ვალერი ოთხოზორია, „წმინდა ნაწილები“ (saba.com.ge)
 - ეკატერინე ტოგონიძე, „ექვსი ნოეს კიდობანი“ (ინტელექტი)
 - ბესო ხვედელიძე, “მარი ხუანით” (აგორა)
 - ბასა ჯანიკაშვილი, „ვთამაშობთ „გამზრდელს““ (ჟურნალი „პირველი სხივი“ N5)
 
წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა:
- გიორგი აბდუშელიშვილი, „სხვა ავღანური დღიური“ (ინტელექტი)
 - ლევან ბერძენიშვილი, „1921-1990 (ერთი კაცის და ქვეყნის ამბავი)“ (არტანუჯი)
 - თეიმურაზ დოიაშვილი და ნათია სიხარულიძე, „გალაკტიონი უცენზუროდ“ (არტანუჯი)
 - რატი მუჯირი, „მონებს სამოთხეში არ უშვებენ“ (ინტელექტი)
 
წლის საუკეთესო პროზაული კრებული:
- ლუკა ბაქანიძე, „რომელი ხარ სარდაფსა შინა“ (პალიტრა L)
 - ნინო თარხნიშვილი, „სიცოცხლის დაზღვევა“ (ინტელექტი)
 
წლის საუკეთესო პოეტური კრებული:
- ირმა ბერიძე, „კაცმა დარეკა“ (ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო)
 - ქეთი გზირიშვილი, „ახსნა“ (კალმოსანი)
 - თემურ ელიავა, „ყვავების ფოსტა“ (ინტელექტი)
 - ნინი ელიაშვილი, „სხვა სახელი მოუხდებოდა“ (კალმოსანი)
 - ნატო ინგოროყვა, „ისმის ჩემი ხმა?“ (ინტელექტი)
 - ზაზა კოშკაძე, „ამ ლექსის ბოლოს შენ იტირებ“ (ინტელექტი)
 - ნიკა ლაშხია, „არ დაელოდო ანგელოზებს“ (ინტელექტი)
 - სოსო მეშველიანი, „მწერი ქარვაში“ (ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო)
 - დათო ქარდავა, „მეორადი ჰომეროსი“ (ზიარი)
 
წლის საუკეთესო რომანი:
- ზაზა ბურჭულაძე, „ვარდის სურნელი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
 - რატი რატიანი, „რომეო იცინოდა“ (პალიტრა L)
 - ივა ფეზუაშვილი, „მასკარაფონე“ (ინტელექტი)
 - თამარ ფოლადაშვილი, „ძვლების წიგნი“ (ინტელექტი)
 - თამრი ფხაკაძე, „ჩვენ, თურმელები“ (პალიტრა L)
 - ზურა ჯიშკარიანი, „სწრაფი, ღამისიერი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
 
(R)
															