LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიტერატურული პრემიის „საბა“ 2024 წლის ფინალისტები ცნობილია!

471
ლიტერატურული პრემია „საბა“

წელს ლიტერატურული პრემია „საბა“ ოცდამეორედ გამოცხადდა. გამომცემლებმა და ავტორებმა 250-მდე წიგნი წარმოადგინეს და ფინალისტების სია უკვე ცნობილია 7 ნომინაციაში.

„უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტები სექტემბრის ბოლოს გასაჯაროვდება, ხოლო ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ – გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე  გახდება ცნობილი.

„საბა“ თიბისიმ და პოეტმა რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს. უკვე წლებია ის ყველაზე ავტორიტეტული პრემიაა ლიტერატურის დარგში. დაარსების დღიდან 100-ზე მეტმა მწერალმა და ლიტერატორმა 5000-ზე მეტი წიგნი განიხილა, 210 პრემია გაიცა და 160-ზე მეტი ავტორი დაჯილდოვდა (მათგან არაერთი – ორჯერ და მეტჯერ).

ლიტერატურული პრემიასაბას“ 2024 წლის ფინალისტები არიან:

წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი:

  • აინე მერმე, „ეუარა“ (ინდიგო)
  • გიორგი კვიტატიანი, „ბრინჯაოს ქალაქი – ქაოსის ქრონიკები“ (მედუზა)
  • თამარ ჟღენტი, „წამისყოფა“ (ინტელექტი)
  • მეგი გაბისონია (მთარგმნელი), ჯ. მ. კუტზეეს „ბარბაროსების მოლოდინში“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  • ნატალი დარასელია, „სააღდგომო მოკვდინება“ (კალმოსანი)
  • რუსუდან ტყემალაძე, „არქიტექტორი“ (პალიტრა L)
  • სალომე პატარიძე, „დრო, სივრცე და სქესი ქართველი ქალების შემოქმედებასა და პირად წერილებში“ (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  • სოსო ყიფშიძე, „ბედთან მოთამაშე“ (ინტელექტი)

წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა:

  • თეიმურაზ დოიაშვილი, „ვარდი ნაწვიმარ სილაში” (ინტელექტი)
  • ნონა კუპრეიშვილი, „საშიში ინტერპრეტაციები” (ინტელექტი)

წლის საუკეთესო პიესა:

  • გიორგი მაისურაძე, „ლეთე” (ინდიგო)
  • დავით გაბუნია, „როგორ შემიყვარდა ოლიგარქის ქალიშვილი” (saba.com.ge)
  • დალილა გოგია, „მამა” (saba.com.ge)

წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა:

  • არჩილ ქიქოძე, „ინდოეთის დღიური“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  • დალილა ცატავა, „გასტრონომიული სიზმრები“ (ინტელექტი)
  • ზაზა ბურჭულაძე, „ჩემი სიმღერა“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  • ლევან ბერძენიშვილი, „ჩვენები – ქართველები ბერძნულ მითოსში“ (არტანუჯი)
  • მალხაზ ხარბედია, „შეთხზული „მე““ (პალიტრა L)

წლის საუკეთესო პროზაული კრებული:

  • ეკა ქევანიშვილი, „ჰოლივუდი ვაგონის კედელზე“ (ინტელექტი)
  • ზაალ სამადაშვილი, „რასაც ყველა ვერ ხედავს“ (ინტელექტი)
  • ლუკა ხატიაშვილი, „ჭირის მეგობარი“ (ინტელექტი)
  • მარი ბექაური, „ორ ზღვას შუა“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  • ნანა ჯეჯეია, „ვინ იდარდებს აფხაზეთის მიმოზებზე“ (ინტელექტი)

წლის საუკეთესო პოეტური კრებული:

  • ბესიკ ხარანაული, „ეს საქართველოა“ (ინტელექტი)
  • გიორგი კეკელიძე, „ახალი სიმღერები“ (ინტელექტი)
  • იაკი კაბე, „მოქალაქე” (ინტელექტი)
  • მედეა ზაალიშვილი, „სიმშვიდე დაფნის ხეებში“ (ინტელექტი)
  • ნანა აკობიძე, „ვალაუვალი“ (ინტელექტი)

წლის საუკეთესო რომანი:

  • ბესო სოლომანაშვილი, „ლუმპენ მილენიუმი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  • დავით ქართველიშვილი, „მეგაპოლისი და ფიზიკური პირები“ (პალიტრა L)
  • თეა თოფურია, „იაკობის ჭასთან“ (ინტელექტი)
  • ირაკლი სამსონაძე, „ნუციკოდან ნუციკომდე“ (ინტელექტი)
  • ლაშა ბუღაძე, „საქართველოს სახელით“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  • ნიკოლოზ ცისკარიშვილი, „აჩრდილები“ (პალიტრა L)
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები