რა ხდებოდა მატჩამდე და მატჩის შემდეგ – ვიდეორგოლი, რომელშიც ლიტვასთან თამაშის ჰაილაითებთან ერთად შესულია კადრები ეროვნული ნაკრების ავტობუსიდან და გასახდელიდან.
ევროპის ერთ-ერთ გრანდთან ჩვენმა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და ეს წარმატება ღირსეულადაც აღნიშნა. მატჩის შემდეგ თელ ავივ არენასთან მობილიზებულნი იყვნენ ქართველი ჟურნალისტები და ქომაგები. ბევრი იყო ადგილობრივი ქართველი, რომლებიც ოვაციებით შეხვდნენ ნაკრების წევრებს.