ლივ ტაილერი პაპარაცების ობიექტივში ხშირად ხვდება. 40 წლის ვარსკვლავი ამჯერად ლონდონის ქუჩებში უმცროს ქალიშვილთან, 1 წლის ლულა როუზთან ერთად გადაიღეს.
ტრადიციულად, ლივი მაკიაჟის გარეშე იყო და როგორც ყოველთვის, ძალიან კარგად გამოიყურებოდა.
შეგახსენებთ, რომ ლივს და მის მეგობარ მამაკაცს, დეივ გარდნერს ორი საერთო შვილი ჰყავთ: 2 წლის სეილორი და 1 წლის ლულა. მათ გარდა, ლივს წინა ქორწინებიდან 13 წლის ვაჟიშვილი, მილო ჰყავს.