”ლივერპულმა” მომდევნო, 2016/17 წლების სეზონისთვის ახალი ფორმა წარადგინა.
პრეზენტაციაში მონაწილეობდნენ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები: სიმონ მინიოლე, ჯონ ფლანაგანი, ჯორდან ჰენდერსონი და ფილიპე კოუტინიო. მათ კამპანია ქალთა გუნდის წევრებმა ჯემა ბონერმა და ნატაშა ჰარდინგმა გაუწიეს.
ფორმა კომპანია New Balance დაამზადა.
შეგახსენებთ, ”ლივერპულს” 18 მაისს ევროპალიგის ფინალი ელის შვეიცარიის ქალაქ ბაზელში ესპანური ”სევილიის” წინააღმდეგ.