LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიზა ბათიაშვილის ტრიუმფალური კონცერტები ლა-სკალაში

733
BeFunky-collage123412 3 4sdf (19)

ლა-სკალას ისტორიულ სცენაზე გუშინ საღამოს კიდევ ერთი დაუვიწყარი მუსიკალური დღესასწაული შედგა – ლიზა ბათიაშვილის ტრიუმფი.

ამის შესახებ თეონა ჯორბენაძე სოციალურ ქსელში წერს:

„გუშინ საღამოს ლა სკალას სცენაზე კვლავ ბრწყინავდა ლიზა ბათიაშვილი, რამდენჯერ მოიწვიეს ბისზე ვეღარც დავთვალე. დანიელ ბარენბოიმი ჯანმრთელობის მდგომარების მიუხედავად, სკამზე დამჯდარი უძღვებოდა ორკესტრს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სპეციალურად ჩამოსული მაყურებელი არამხოლოდ ამ პროგრამის შესრულებისთვის, თითქოს მთელი მისი ღვაწლისთვის უხდიდა მადლობას და ხანგრძლივი აპლოდისმენტებით აჯილდოვებდა ლეგენდად ქცეულ მაესტროს.

მართლაც რა იღბლიანია საქართველო, რომ ჰყავს ლიზა, რომელმაც ასეთ რანგში აიყვანა თავისი ქვეყნის სახელი, რომელიც ასე ზრუნავს ახალი თაობის ქართველი მუსიკოსების კარიერაზე. და რა მაგარია, რომ სამყაროში ჯერ კიდევ არსებობს ისეთი ჯადოსნური სივრცე, რომელსაც ბევრი მილიარდათაც ვერავინ იყიდის.

პირველ კონცერტს კიდევ ერთ საამაყო არტისტთან, საერთაშორისო საოპერო სცენების ვარსკვლავთან ნინო მაჩაიძესთან ერთად ვესწრებოდი, რომელსაც ყველა ისეთი შეძახილებითა და სიყვარულით ესალმებოდა, რომ ეს კიდევ ცალკე წარმოდგენა იყო. საღამოს სპეციალური სტუმარი გახლდათ პლასიდო დომინგო და ისე გაგვიმართლა, რომ კონცერტის შემდეგ მიღებაზეც ვიხილეთ.

როგორი დაუვიწყარი დღესასწაული იყო და ჩემთვის თან დიდი ტკივილიც, ყველანი ვიყავით იქ, სადაც პირველი დიდება ჩვენს ქვეყანას მოუტანა მსოფლიოს უდიდესმა არტისტმა პაატა ბურჭულაძემ. სახელგანთქმული რეჟისორი დიმიტრი ჩერნიაკოვი გვიყვებოდა 15 წლის ასაკში მიღებულ მის განსაკუთრებულ ინსპირაციაზე, როცა თბილისის ოპერაში პირველად მოისმინა მსოფლიო ბანის განუმეორებელი ხმა და წლების შემდეგ როგორ შეხვდა მას საერთაშორისო სცენაზე. მაესტრო დომინგოთი დაწყებული ჩვენთან ყველას ერთი შეკითხვა ჰქონდა ამ საღამოს – რა შეგვიძლია გავაკეთოთ პაატასთვის, როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ…

პაატას მხარდამჭერი კონცერტის ორგანიზების იდეაც გაჩნდა, შემდეგ იკითხეს საქართველოში რომ ჩამოვიდეთ თუ შევძლებთ მის ნახვასო. ამაზე ერთ-ერთმა ჩვენმა მეგობარმა იხუმრა, ეგ არ გინდათ, შეიძლება დაგაჯარიმონ ან თქვენც დაგიჭირონო. რა თქმა უნდა, გაგვეცინა და მერე უცებ გავაცნობიერეთ, რომ ტრაგი-კომედიის ჟანრიდან ისეთ აბსურდულ დრამაში გადავინაცვლეთ მოულოდნელი აღარაფერი შეიძლება იყოს“,- წერს თეონა ჯორბენაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g