LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიზა ჩიჩუა: „მაქსიმალურად ვეცდები, ირაკლი ჩემი მომზადებული კერძებით გავანებივრო…“

23332
ლიზა ჩიჩუა

ლიზა ჩიჩუა ჟურნალ „სითისა“ და „ნიკორას“ ერთობლივ კულინარიულ რუბრიკაში გამოჩნდა და ირაკლი მაქაცარიას შესახებ დასმულ კითხვებსაც უპასუხა. წყვილი დანიშნულია და მალე იქორწინებს.

„ლიზა, ახლა შენს ცხოვრებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო ეტაპია…

ჩემი ცხოვრების ეს ეტაპი მართლაც რომ არაორდინარულია. მრავალგვარ სასიამოვნო, უაღრესად ემოციურ და დადებით განწყობასთან ერთად, ვგრძნობ დიდ პასუხისმგებლობას და გარკვეულწილად, ვაცნობიერებ, თუ  რაოდენ სწრაფ და დაძაბულ ტემპში მომიხდება სწავლისა და ახლადშექმნილი ოჯახის ურთიერთშეთავსება.

მალე  თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყება, თქვენი და ირაკლის თანაცხოვრების ეტაპი. აპირებთ  კერძების ხშირად მომზადებას? თუ არის  თქვენი მომზადებული კერძი, რომელიც ირაკლის განსაკუთრებით მოსწონს?

როგორც ზემოთ აღვნიშნე, საკმაოდ რთული პროფესია ავირჩიე, მომავალი მედიკოსი ვარ, რაც ჩემგან  მოითხოვს ძალიან დიდ ძალისხმევასა და პასუხისმგებლობას ყოველ პაციენტთან მიმართებით. ეს კი, დიდ დროს საჭიროებს. მიუხედავად ამისა, მაქსიმალურად ვეცდები  ირაკლი „გავანებივრო“ ჩემ მიერ მომზადებული კერძებით. ირაკლის, ძირითადად, ქართული სამზარეულო მოსწონს. განსაკუთრებით კი, აჭარული ხაჭაპური. მანამდე არასდროს მიცდია აჭარული ხაჭაპურის გამოცხობა. დიდი სიამოვნებით ვაგემოვნებდი, მაგრამ ახლა სრულიად შეიცვალა ჩემი დამოკიდებულება ამ კერძის მიმართ. დავინტერესდი მისი მომზადებით  და თქვენ წარმოიდგინეთ, შევძელი, წარმატებამაც არ დააყოვნა და ირაკლიმ აღიარა ჩემი კულინარიული შესაძლებლობები…“

ფოტოები: ლიზა გაბუნია 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g