LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიზა იასკო: ძალიან შეშფოთებული ვარ – სამი დღეა ციხესთან ველოდები, როდის შემიშვებენ მის სანახავად

70
ლიზა იასკო

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატის, ლიზა იასკოს განცხადებით, იგი სამი დღეა მიხეილ სააკაშვილის მონახულებას ითხოვს, თუმცა, როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, მიუხედავად ყველა საჭირო დოკუმენტაციისა, მას ამის შესაძლებლობა არ აძლევენ.

„პირველ რიგში, ძალიან შეშფოთებული ვარ იმით, სამი დღეა ციხესთან ველოდები, როდის შემიშვებენ მის სანახავად. მითხრეს, რომ მშვიდად უნდა დაველოდო, თუმცა რამდენ ხანს, ამაზე ინფორმაცია, არ მაქვს. ჩვენ, ყველანი, რადას დეპუტატები ველოდებით ინფორმაციას.

მიუხედავად იმისა, რომ მის სანახავად ყველა საჭირო დოკუმენტაცია გამაჩნია, შეხვედრის უფლებას არ მაძლევენ, გაუგებარია რატომ. ჯერჯერობით ველოდები და ვნახოთ რა იქნება,“ – განაცხადა ლიზა იასკომ.

ჟურნალისტის კითხვაზე – რა პასუხი მიიღო ციხის ადმინისტრაციისგან მის არშეშვებასთან დაკავშირებით, იასკომ უპასუხა, რომ პენიტენციურ სამსახურს იუსტიციის სამინისტროსგან შესაბამისი დოკუმენტი არ მიუღიათ და შესაბამისად, მიზეზადაც მისი თქმით, ეს მოისმინა.

რადას დეპუტატმა სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებულ კითხვასაც უპასუხა და თქვა, რომ ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

ამასთან, იასკოს თქმით, პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში მისი ნების გარეშე გადაიყვანეს. იასკოს თქმით, მისთვის გაუგებარია, თუ როგორ შეიძლება ეს მოხდეს.

ლიზა იასკო სააკაშვილის გადაყვანაზე: საჭირო იყო უკრაინის ხელისუფლებასთან შეთანხმება, რადგან მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყნის მოქალაქეა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g