LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიზომ ახალი სიმღერისა და კლიპის ანონსი გაავრცელა

110
photo-collage.png (5)

ლიზომ ახალი სინგლი დააანონსა. არტისტის ინფორმაციით სიმღერა – Love in Real Life თანხმლებ კლიპთან ერთად დღის სინათლეს, 28 თებერვალს იხილავს.

აღსანიშნავია, რომ ლიზომ მსმენელს სიახლის შესახებ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული პოსტით მიანიშნა, იქამდე კი, ,,ვალენტინობაზე”, წინა მუსიკალურ ერას დაემშვიდობა. მეოთხე სტუდიური ალბომი – Special, ლიზომ 2022 წელს გამოუშვა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს ლიზოს მისკენ მიმართული სიძულვილის ენის გამო, შემოქმედებითი პაუზა ჰქონდა აღებული. მას სექსუალურ ძალადობაში, მტრული სამუშაო გარემოს შექმნასა და ბოდიშეიმინგში ადანაშაულებდნენ, რამაც მის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებები გამოიწვია.

ცნობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ლიზოს დებიუტი 2013 წელს შედგა, ის მელომანებისა და კრიტიკოსების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ 2019 წლიდან სიმღერით – Truth Hurts მოექცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები