LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიზომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა – ის მუსიკას თავს არ ანებებს

130
PeepsTune-Main-5

ამ დღეებში, ლიზომ სოციალურ ქსელში გაკეთებული მოულოდნელი განცხადებით, საზოგადოება საგონებელში ჩააგდო. უმრავლესობის ვარაუდით, ის მუსიკას თავს ანებებდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ მისი სიტყვები ბევრმა არასწორად გაიგო.

ლიზომ ოლივია როდრიგოს ,,თაობის ხმა” უწოდა – მომღერალი მუსიკას თავს ანებებს

ახლახან გავრცელებულ პოსტში, ამერიკელმა არტისტმა განმარტა, რომ თავს არა მუსიკას, არამედ იმ ადამიანებისთვის ყურადღების მიქცევას ანებებს, ვინც მისკენ ნეგატიურ ენერგიას უშვებენ.

,,რასაც თავს არასდროს დავანებებ, ეს მუსიკაა, რომელიც ადამიანებს აკავშირებს,” – აღნიშნა 32 წლის შემსრულებელმა.

ცნობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ Lizzo-ს დებიუტი 2013 წელს შედგა, ის მელომანებისა და კრიტიკოსების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ, 2020-იდან, სიმღერით – Truth Hurts მოექცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები