27 აპრილს, ლიზო 38 წლის გახდა. დაბადების დღის აღსანიშნავად, არტისტმა ახალი დისკი ოფიციალურად დააანონსა.
ცნობილი გახდა, რომ მომღერალი მეხუთე სტუდიურ ალბომს სახელწოდებით – Bitch, 5 ივნისს გამოუშვებს.
ალბომის გარეკანზე გამოსახულია აწეული შუათითი, რომელიც თავად ლიზოს მომღიმარი ფოტოთი არის ჩანაცვლებული.
ლიზოს თქმით, ალბომის სათაური დაბრუნებასა და მის პოზიტიურ კონტექსტში გამოყენებას ემსახურება, რადგან მისთვის ეს სიტყვა ახლა თავდაჯერებულობისა და შეუპოვარი თავმოყვარეობის სიმბოლოა.
აღსანიშნავია, რომ შემსრულებელი მომავალ მუსიკალურ პროექტს გასული წლიდან Love in Real Life-ის სახელით აანონსებდა, რომლის ფარგლებშიც ორი სიმღერა – Love in Real Life და Still Bad გამოუშვა.
ლიზომ და Lil Nas X-მა ახალი სინგლები გამოუშვეს
არსებული ინფორმაციით, ეს ტრეკები Bitch-ში არ შევა, თუმცა მისი ნაწილი იქნება ახლახან გამოშვებული სინგლი – Don’t Make Me Love U.
საკუთარი წარსულის პირისპირ – ლიზოს ახალი სიმღერა და კლიპი გამოვიდა
შეგახსენებთ, რომ ლიზო ახალ ალბომს 2022 წლის შემდეგ წარადგენს.