LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიზოს ახალი ალბომი კომერციულად ჩავარდა

145
photo-collage.png (28)

ამერიკელი მომღერლისა და რეპერის, ლიზოს ახალმა ალბომმა, Bitch, რომლის რელიზი 5 ივნის შედგა, კრახი განიცადა.

ლიზომ ახალი ალბომი საკუთარ დაბადების დღეზე დააანონსა

მუსიკალური მონაცემების კომპანია, Luminate-ის ინფორმაციით, პირველ კვირას ალბომის მხოლოდ 2,649 ასლი გაიყიდა, ხოლო მეორე კვირას ეს მაჩვენებელი 650-მდე დაეცა.

უკიდურესად დაბალი გაყიდვების გამო, ალბომმა საერთოდ ვერ შეაღწია ამერიკის მთავარ, ,,ბილბორდის 200 საუკეთესო ალბომის” ჩარტში.

მუსიკალური კრიტიკოსები და გამოცემები ამ მარცხს რამდენიმე მიზეზით ხსნიან.

2023 წელს ლიზოს ყოფილმა მოცეკვავეებმა სასამართლოში უჩივლეს სექსუალური შევიწროებისა და არაპროფესიონალური გარემოს შექმნის გამო. ამან მისი იმიჯი მძიმედ დააზიანა.

ექსპერტების აზრით, ის იყო ჰიტებზე და რადიოზე ორიენტირებული შემსრულებელი, რომელსაც არ ჰყავდა ისეთი ერთგული ფანები, რომლებიც მის ალბომს უპირობოდ იყიდდნენ.

ალბომის უკიდურესად დაბალ გაყიდვებსა და კომერციულ ვარდნას პრომოუშენის ნაკლებობასაც უკავშირებენ.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები