ლიზოს ჰიტს – Truth Hurts ბრილიანტის სტატუსი მიენიჭა. ინფორმაცია ამის შესახებ RIIA-მ გაავრცელა.
აღსანიშნავია, რომ ამ სინგლით არტისტმა კარიერის განმავლობაში ბრილიანტის სერტიფიკატი პირველად მიიღო.
ბრილიანტის სტატუსი მუსიკალურ ინდუსტრიაში ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციის მიერ დაწესებული უმაღლესი პრივილეგიაა, რომელიც სინგლსა თუ ალბომს აშშ-ში 10 მილიონი ეგზემპლარის გაყიდვის შედეგად ენიჭება.
ბოლო მონაცემებით, ბრილიანტის სტატუსი მუსიკის ისტორიაში 200-მდე ჩანაწერს აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ ლიზოს დებიუტი 2013 წელს შედგა, ის მელომანებისა და კრიტიკოსების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ 2019 წლიდან სწორედ სიმღერით – Truth Hurts მოექცა. ტრეკმა ,,გრემის” სამი ნომინაციიდან ჯილდო ,,საუკეთესო პოპ სოლო პერფორმანსისთვის” მიიღო. სიმღერა გამოვიდა 2017 წელს, თუმცა ვირუსული გახდა და ჩარტები დაიპყრო 2019 წელს, როცა ის Netflix-ის ფილმში – Someone Great გამოიყენეს. ამ მიზეზით სიმღერა იმავე წელს ხელახლა გამოიცა და შემსრულებლის მესამე ალბომის, Cuz I Love You დელუქს ვერსიაში შევიდა.