ლიზომ დუმილი დაარღვია და ახალი ალბომის ჩავარდნაზე ალაპარაკდა. არტისტმა მეხუთე სტუდიური ალბომის, Bitch სავალალო კომერციულ შედეგებზე საუბრისას აღიარა, რომ ციფრებმა მასზე მძიმე ემოციური გავლენა მოახდინა.
„პირველი 24 საათი დამანგრეველი იყო. თავს საშინლად ვგრძნობდი,“ — განაცხადა მომღერალმა, რომელმაც ალბომის წარუმატებლობა მუსიკალურ ინდუსტრიაში შეცვლილ წესებს, რადიოდან სტრიმინგზე გადასვლას და მის გარშემო ატეხილ ბოლოდროინდელ სკანდალებს დაუკავშირა.
შემსრულებელმა თქვა, რომ მძიმე მოცემულობის მიუხედავად, არსებულ რეალობას თვალი მალევე გაუსწორა, ამან კი მუსიკისადმი მიდგომა შეაცვლევინა.
ლიზოს განმარტებით, საკუთარ თავს წარმატებას ციფრებით აღარ უზომავს და ამაყობს იმ მუსიკით, რომელიც შექმნა.
„გავაცნობიერე, რომ წარმატებას ციფრებით აღარ ვზომავ. მე შევქმენი ალბომი, რომლითაც ვამაყობ და რომელიც ჩემ თავს მივუძღვენი. ახლა ჩემი მიზანი არა მასობრივი ჰიტები, არამედ ჩემ ერთგულ ფანებთან მყარი, ნამდვილი კავშირის შენარჩუნებაა,“ — დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ ლიზომ მეხუთე სტუდიური ალბომი, Bitch 5 ივნისს გამოუშვა. პირველ კვირას ალბომის მხოლოდ 2,649 ასლი გაიყიდა, ხოლო მეორე კვირას ეს მაჩვენებელი 650-მდე დაეცა. უკიდურესად დაბალი გაყიდვების გამო, ალბომი საერთოდ ვერ მოხვდა ,,ბილბორდის 200 საუკეთესო ალბომის” ჩარტში.
ლიზოს ახალი ალბომი კომერციულად ჩავარდა