ლიზომ ახალი სინგლი – Don’t Make Me Love U გამოუშვა. სიმღერა არტისტის საზოგადოებასთან და საკუთარ თავთან რთული და კომპლექსური ურთიერთობის შესახებაა.
მომღერლის თქმით, სიმღერა იმ ტოქსიკურ ციკლზეა, როდესაც ხალხი ჯერ გაღმერთებს, შემდეგ კი ზურგს გაქცევს.
ტექსტში ის ითხოვს გულწრფელობას და ამბობს, რომ აღარ აპირებს დროის კარგვას სხვისი მოწონების მოსაპოვებლად.
ტრეკის რელიზი კლიპის თანხლებით შედგა. უახლესი ნამუშევარი და მისი ვიდეო 80-იანი წლების პოპ-მუსიკის გავლენითაა შექმნილი.
კლიპში ლიზო საკუთარ წარსულ მე-ს ხვდება, რაც უდავოდ გულწრფელი და ემოციურია.
ვიდეოში თანამედროვე ლიზო საკუთარ თავს 2019 წლის Cuz I Love You ერადან უპირისპირდება.
ვიზუალური მხარე ასახავს თვითრეფლექსიას, ზრდას და საბოლოოდ, საკუთარი თავის მიღებას, რაც სიმბოლურად იმავე ალბომის გარეკანის გაცოცხლებით სრულდება.
აღსანიშნავია, რომ სიმღერის დებიუტი ჯერ კიდევ 2025 წლის აპრილში, Saturday Night Live-ში (SNL) შედგა, თუმცა მისი ოფიციალური რელიზი თითქმის ერთი წლის შემდეგ მოხდა.
კრიტიკოსები სიმღერას ემოციური შესრულებისა და დასარტყამი საკრავების რიტმის გამო ტინა ტერნერის ჰიტს – The Best ადარებენ.
ახალ ბიოპიკში ლიზო როკ-ენ-როლის პიონერს განასახიერებს
ცნობისთვის, წლის ბოლომდე ლიზო მეხუთე სტუდიურ ალბომს – Love in Real Life გამოუშვებს, საიდანაც ასევე ცნობილია სინგლები – Love in Real Life და Still Bad.