LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლოიდ ოსტინი: უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგი მთელი ასწლეულისთვის გადამწყვეტი იქნება

69
BeFunky-collage (1)

უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგი მთელი ასწლეულისთვის გადამწყვეტი იქნება.

ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ მზადაა ნატო-ს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი დაიცვას და გააგრძელებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თავდაცვის გაძლიერებას.

“უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგი დაგვეხმარება გლობალური უსაფრთხოების კურსი განვსაზღვროთ ამ ასწლეულში”, – განაცხადა ოსტინმა.

ამავდროულად მან აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი თავდაცვითი კავშირია, რომელიც რუსეთის ფედერაციასთან კონფრონტაციისადმი არ მიისწრაფის, მაგრამ მომავალშიც გააგრძელებს უკრაინის დახმარებას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები